ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი (ცენტრი) არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2011 წელს. ცენტრი დაფუძნდა დამოუკიდებელი ექსპერტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, რათა შეექმნათ ადგილობრივი დემოკრატიის, მოქალაქეთა ჩართულობის და დეცენტრალიზაციის პოპულარიზაციის პლატფორმა საქართველოს რეგიონებში. ცენტრის დაარსებით შესაძლებელი გახდა ადგილობრივ განვითარებაში ჩართული სვადასხვა აქტორების თანამშრომლობის და პატრნიორობის ინსტიტუციონალიზაცია, რომელიც მიმართულია ადგილობრივი განვითარების ხელშწყობისკენ, სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერებისკენ და ადგილობრივი თემების გაძლიერებისკენ.
მდგრადი სათემო განვითარების მექანიზმის პილოტირება აჭარის მაღალმთიან სოფლებში
მიზანი: ადგილობრივ დონეზე მდგრადი სათემო განვითარების ხელშეწყობა აჭარის რეგიონის მსგავსი ინტერესებით გაერთიანებულ სამ დასახლებაში სათემო ჯგუფების გაძლიერების და გააქტიურების საპილოტე პროგრამის განხორციელების გზით.
ხანგრძლივობა: 1.08.2017 - 31.01.2018
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
საქართველოში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შემაფერხებელი ფაქტორების მეპინგი
მიზანი: ინტემუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობათა კვლევა, საპილოტე მუნიციპალიტეტებისა და პროექტების იდენტიფიცირების ხელშეწყობა
ხანგრძლივობა: 20.05.2016 - 31.10.2017
დონორი: პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა - ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება.
ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა მყარი ნარჩენების მართვის პროცესში
მიზანი: მყარი ნარჩენების მართვის ინტერმუნიციპალური სტრუქტურის ჩამოყალიბება
ხანგრძლივობა: 10.29.2016 - 31.10.2017
დონორი: პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა - ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება.
რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაძლიერება თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი მექანიზმების ამოქმედების მიზნით
მიზანი: რეგიონების დონეზე აქტიურად მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებულ შესაძლებლობებში გათვითცნობიერება და თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენებისას მათი დახმარება
ხანგრძლივობა: 11.10.2016 - 20.02.2017
დონორი: UNDP
მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი მექანიზმების პილოტირება მცირე სოფლებში
მიზანი: თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდისა და კონკრეტული დასახლების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმების პილოტირება.
ხანგრძლივობა: 1.06.2016 - 31.01.2017
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესში ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა
მიზანი: ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების პოპულარიზაცია კანონმდებლობის სიახლეების შესაბამისად და მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად
ხანგრძლივობა: 14.07.2016 - 26.01.2017
დონორი: UNDP