ცენტრის გუნდის წევრები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობენ არასამთავრობო სექტორში და აქვთ დემოკრატიზაციის, ტრანსფორმაციის და დეცენტრალიზაციის სფერში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. სოციალურ მეცნიერებებში აკადემიურ გამოცდილებასთან ერთად, მათ აქვთ ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის, კონსულტირების და შეფასების პრაქტიკული გამოცდილება.
დავით ლოსაბერიძე
დავით ლოსაბერიძე,დოქტორი, აქვს სამოქალაქო სფეროში მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება. მისი ექსპერტიზა მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი განვითარება, ნაციონალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება. ის არის რამდენიმე პროფესიული გაერთიანების წევრი, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუიდებელ ესქსპერტთა გუნის წევრი (2003-2010 წლებში ნამდვილი წევრი) და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული ადგილობრივი მმართველობის რეფორმის და რეგიონული პოლიტიკის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე. პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში და თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კაკასიის უნივერსიტეტთან (სრული პროფესორი) და ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან. არის ისტორიის, პოლიტიკური მეცნიერებების, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი მმართველობის და რეგიონული განვითარების საკითხებზე 80-მდე ნაშრომის და 120-ზე მეტი საგაზეთო სტატიის ავტორი, ამასთანავე 50-მდე მონოგრაფიის რედაქტორი და 5 კონცეფციის თანაავტორი, მათ შორის:
- საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის და ხელისუფლების დონეებს შორის ადმინისტრაციული, ფინანსური, ქონებრივი და სამართლებრივი უფლებამოსილებების გამიჯვნის კონცეპტუალური მოდელი, პროექტი საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, 2005;
- საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწობისა და მართვის კონცეფცია, პროექტი ქალაქ თბილისის ეფექტური მართვა, 2005;
- საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფცია, 2010;
- საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაფართოებული კონცეფცია, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, 2012;
- საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისათვის, 2013.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე თანდართული რეზიუმე
მერაბ ცინდელიანი
მერაბ ცინდელიანი ჩართულია ქართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში 90-იანი წლების ბოლოდან. მისი ექსპერტიზა ვრცელდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი განვითარება, სამოქალაქო ჩართულობა და თემის მობილიზაცია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩართულია განვითარებული პროექტების მენეჯმენტში და კონსულტირებაში, რომელბიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების გაძლიერებას, რათა მათ ეფექტურად შეძლონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა ადგილობრივ დონეზე; ამასთანავე ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი უნარების გადაცემას. მას აქვს ჩართულობის სხვადასხვა მეთოდოლოგის პრაქტიკაში გატარების გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ განვითარებას, სასოფლო დასახლებების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და კერძო-საჯარო პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ჩართულია ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერების ინიციატივებში და მონაწილეობს სახლემწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ის არის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული ადგილობრივი მმართველობის რეფორმის და რეგიონული პოლიტიკის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე თანდართული რეზიუმე
ლია (ლიკა) სანიკიძე
ლიკა სანიკიძეს აქვს გავითარების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა, სამოქლაქო საზოგადოების გაძლიერება და საჯარო სექტორის რეფორმა. აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მართვის, კონსულტირების და შეფასების გამოცდილება, რომლებიც მიზნად ისახავენ ქსელური და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. აქვს მაგისტრის ხარისხი განვითარების საკითხებში და განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების კვლევის გამოცდილება. მისი პორფესიული და აკადემიური ინტერესი ვრცელდება შემდეგ სფეროებზე: განვითარების სტრატეგიები, დეცენტრალიზაცია, საჯარო სექტორის რეფორმა, სამოქალაქო ჩართულობა, უსაფრთხოება და მიგრაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე თანდართული რეზიუმე