მიზანი: თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდისა და კონკრეტული დასახლების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმების პილოტირება.
ხანგრძლივობა: 1.06.2016 - 31.01.2017
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
განხორციელების არეალი: აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ოთხი მცირე სოფელი, სადაც მუნიციპალური პროგრამები არ განხორციელებულა ან მეტად მცირე მასშტაბის იყო.
სამიზნე ჯგუფი: შუახევის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის (ცივაძეები და ზედაყანა), ახალციხის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის (წყრუთი და ზიკილია) 2100-ზე მეტი მცხოვრები.
პარტნიორი ორგანიზაცია: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
ბიუჯეტი: $20760
პროექტის აქტივობები:
- შესაძლებლობების განხილვა და ჩართულობის ოპტიმალური მექანიზმების შერჩევა - სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებაკანონმდებლობით დადგენილი შესაძლებლობების და მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრინციპების შესახებ,
- სამიზნე დასახლებებში შერჩეული მექანიზმების ამოქმედება - შერჩეული სტრატეგიის იმპლემენტაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ან დამოუკიდებელი სამოქალაქო ინიციატივების მეშვეობით,
- მიღებული შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება/გავრცელება - პროექტის იმპლემენტაციის პროცესში მიღებული პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება აღნიშნული საკითხით დაინტერესებული მხარეებისათვის.