მიზანი: რეგიონების დონეზე აქტიურად მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებულ შესაძლებლობებში გათვითცნობიერება და თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენებისას მათი დახმარება

ხანგრძლივობა: 11.10.2016 - 20.02.2017

დონორი: UNDP

განხორციელების არეალი: 6 სამიზნე რეგიონი - მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია

სამიზნე ჯგუფი: სამიზნე რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 90-ზე მეტი წარმომადგენელი

პარტნიორი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი (წამყვანი ორგანიზაცია)

ბიუჯეტი: ₾109,600

პროექტის აქტივობები:

  1. არასამთავრობო ორგანიზაციების გათვიცნობირერება არსებული შესაძლებლობების შესახებ (ტრენინგები ციკლი). ტრენინგის თემატიკა:
    • თვითმმართველობის არსი,
    • საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესი,
    • ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში - მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ფორმები,
    • ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა,
    • დეცენტრალიზაციის სტრატეგიით დაგეგმილი ღონისძიებები.
  1. ქსელური ფორმით ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტირების უზრუნველყოფა (სოციალური ქსელებისა და საკონსულტაციო/მონიტორინგის ვიზიტების მეშვეობით):
    • წარმატებული კეისების შექმნის ხელშეწყობა - ფორუმი ტრენინგების მონაწილე ორგანიზაციებისა და პროექტის გუნდის მონაწილეობით,
    • მუდმივი კონსულტირების პროცესი პირდაპირი ბენეფიციარებისათვის,
    • ინფორმაციის გავრცელება მონაწილე ორგანიზაციების სამიზნე ჯგუფებში - შეხვედრები თემებთან,
    • კონსულტურებისა და მონიტორინგის ვიზიტები რეგიონული ორგანიზაციების თემებთან შეხვედრების პროცესში.