მიზანი: რეგიონების დონეზე აქტიურად მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებულ შესაძლებლობებში გათვითცნობიერება და თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენებისას მათი დახმარება
ხანგრძლივობა: 11.10.2016 - 20.02.2017
დონორი: UNDP
განხორციელების არეალი: 6 სამიზნე რეგიონი - მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია
სამიზნე ჯგუფი: სამიზნე რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 90-ზე მეტი წარმომადგენელი
პარტნიორი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი (წამყვანი ორგანიზაცია)
ბიუჯეტი: ₾109,600
პროექტის აქტივობები:
- არასამთავრობო ორგანიზაციების გათვიცნობირერება არსებული შესაძლებლობების შესახებ (ტრენინგები ციკლი). ტრენინგის თემატიკა:
- თვითმმართველობის არსი,
- საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესი,
- ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში - მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ფორმები,
- ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა,
- დეცენტრალიზაციის სტრატეგიით დაგეგმილი ღონისძიებები.
- ქსელური ფორმით ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტირების უზრუნველყოფა (სოციალური ქსელებისა და საკონსულტაციო/მონიტორინგის ვიზიტების მეშვეობით):
- წარმატებული კეისების შექმნის ხელშეწყობა - ფორუმი ტრენინგების მონაწილე ორგანიზაციებისა და პროექტის გუნდის მონაწილეობით,
- მუდმივი კონსულტირების პროცესი პირდაპირი ბენეფიციარებისათვის,
- ინფორმაციის გავრცელება მონაწილე ორგანიზაციების სამიზნე ჯგუფებში - შეხვედრები თემებთან,
- კონსულტურებისა და მონიტორინგის ვიზიტები რეგიონული ორგანიზაციების თემებთან შეხვედრების პროცესში.