მიზანი: ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების პოპულარიზაცია კანონმდებლობის სიახლეების შესაბამისად და მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად
ხანგრძლივობა: 14.07.2016 - 26.01.2017
დონორი: UNDP
განხორციელების არეალი: ქვემო ქართლი: თეთრიწყაროს, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის მუნიციპალიტეტები
სამიზნე ჯგუფი:
- პირდაპირი ბენეფიციარები - 5 სამიზნე მუნიციპალიტეტის სსო-ების 100-მდე წარმომადგენელი
- ირიბი ბენეფიციარები - სამიზნე მუნიციპალიტეტების სსო და სათემო აქტივისტები (750-ზე მეტი პირი 50-მდე დასახლებაში)
პარტნიორი ორგანიზაცია: ბოლნისის ენის სახლი (წამყვანი ორგანიზაცია)
ბიუჯეტი: ₾82,800
პროექტის აქტივობები:
- სამიზნე მუნიციპალიტეტებში იმ სათემო და აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფების შეკრება, რომლებიც უშუალოდ თემებთან მუშაობენ (100-მდე პირი),
- ჯგუფებისათვის ინფორმაციის გადაცემა (საკანონმდებლო სიახლეები და მომავალში შესაძლო პროგრამები) და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა შესაბამის მუნიციპალიტეტებში ტრენინგთა ციკლის ჩატარების გზით (სულ 10 ტრენინგი),
- მომზადებული აქტივისტების/მულტიპლიკატორების მიერ თავიანთ თემებში (საშუალოდ 10 ტერიტორიული ერთეული თითო სამიზნე მუნიციპალიტეტში - სულ 50 დასახლება) მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე შეხვედრების ჩატარება,
- მულტიპლიკატორთა პერმანენტური კონსულტირება პროექტის გუნდის მიერ.