მიზანი: ადგილობრივ დონეზე მდგრადი სათემო განვითარების ხელშეწყობა აჭარის რეგიონის მსგავსი ინტერესებით გაერთიანებულ სამ დასახლებაში სათემო ჯგუფების გაძლიერების და გააქტიურების საპილოტე პროგრამის განხორციელების გზით.
ხანგრძლივობა: 1.08.2017 - 31.01.2018
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
განხორციელების არეალი: მაღალმთიანი აჭარის 3 სოფელი, სადაც არსებობს საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტის პროცესში მოქალაქეთა დამოუკიდებელი აქტივობის ნიშნები.
სამიზნე ჯგუფი: ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ცხემნა, ზენდიდი, ხუნკუდა), 800-ზე მეტი მცხოვრები.
პარტნიორი ორგანიზაცია: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
ბიუჯეტი: $22950
პროექტის აქტივობები:
- სამიზნე თემებში (ქედის მუნიციაპლიტეტის ერთ ხეობაში შემავალ სამი სოფელი) საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება, გაძლიერება და უნარების განვითარება,
- საინიციატივო ჯგუფების მიერ პრიორიტეტული სათემო პრობლემების გამოვლენა თითოეულ სოფელში და "სოფლის პასპორტების" მეთოდოლოგიის მომზადება,
- სამიზნე დასახლებებში სათემო ინიციატივების განხორციელება,
- მიღებული შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება/გავრცელება - პროექტის იმპლემენტაციის პროცესში მიღებული პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების აღწერა, ანალიზი, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება აღნიშნული საკითხით დაინტერესებული მხარეებისათვის.