მიზანი: ადგილობრივ დონეზე მდგრადი სათემო განვითარების ხელშეწყობა აჭარის რეგიონის მსგავსი ინტერესებით გაერთიანებულ სამ დასახლებაში სათემო ჯგუფების გაძლიერების და გააქტიურების საპილოტე პროგრამის განხორციელების გზით.

ხანგრძლივობა: 1.08.2017 - 31.01.2018

დონორი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

განხორციელების არეალი: მაღალმთიანი აჭარის 3 სოფელი, სადაც არსებობს საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტის პროცესში მოქალაქეთა დამოუკიდებელი აქტივობის ნიშნები.

სამიზნე ჯგუფი: ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ცხემნა, ზენდიდი, ხუნკუდა), 800-ზე მეტი მცხოვრები.

პარტნიორი ორგანიზაცია: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ბიუჯეტი: $22950

პროექტის აქტივობები:

  1. სამიზნე თემებში (ქედის მუნიციაპლიტეტის ერთ ხეობაში შემავალ სამი სოფელი) საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება, გაძლიერება და უნარების განვითარება,
  2. საინიციატივო ჯგუფების მიერ პრიორიტეტული სათემო პრობლემების გამოვლენა თითოეულ სოფელში და "სოფლის პასპორტების" მეთოდოლოგიის მომზადება,
  3. სამიზნე დასახლებებში სათემო ინიციატივების განხორციელება,
  4. მიღებული შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება/გავრცელება - პროექტის იმპლემენტაციის პროცესში მიღებული პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების აღწერა, ანალიზი, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება აღნიშნული საკითხით დაინტერესებული მხარეებისათვის.

პროექტის შედეგები