ცენტრის მიზანია საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა ადგილობრივი თემების და მმართველობის სტრუქტურების გაძლიერებით, რათა მოსახლეობამ შეძლოს პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. ცენტრის მიდგომით ამ მიზნის მიღწევა ეფექტურად შესაძლებელია ქსელის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ რესურსების მობილიზებით, სამოქალაქო აქტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით და სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის ფასილიტირებით, მათ შორის კერძო-საჯარო პარტნიორობის პოპულარიზაციით.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:
- საქართველოში და რეგიონში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა;
- ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების კვლევა;
- განსხვავებული ხედვების მქონე ჯგუფებს შორის დიალოგის წარმოება;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ხელშეწყობა;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უნარების, გახსნილობის, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიონალიზმის ზრდის ხელშეწყობა;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და საზოგადოებრივ სექტორში პარტნიორული პროგრამების ხელშეწყობა;
- ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის წევრი ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა;
- დემოკრატიული პრაქტიკის განვითარების პროცესში ინოვაციური მეთოდების ხელშეყობა და წარმატებული მაგალითების შექმნა;
- საკუთარი ინტერესების დასაცავად მოქალაქეთა გააქტიურების ხელშეწყობა.